რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ მერვედფინალში წავაგეთ, მაგრამ ამით ბედნიერებიც უნდა ვიყოთ, რადგან ცოტა ხნის წინ ვერც წარმოვიდგენდით, აქამდე თუ მოვიდოდით“ – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა განაცხადა. ასე შეაფასა ეროვნული ნაკრების მეკარემ ევრო 2024-ის მერვედფინალის შეხვედრა.
მან ქართველ გულშემატკივარს მოუწოდა, ირწმუნონ მათი, რადგან საქართველოს ნაკრები მათ მომავალში აუცილებლად გაახარებს:
„ჩემი აზრით, ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლით კმაყოფილები უნდა ვიყოთ, რადგან საქართველოს ეს ტურნირი ვაჩუქეთ და თითოეულმა ფეხბურთელმა მაქსიმალური თავდადებით ვითამაშეთ.
რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ მერვედფინალში წავაგეთ, მაგრამ ამით ბედნიერებიც უნდა ვიყოთ, რადგან ცოტა ხნის წინ ვერც წარმოვიდგენდით, აქამდე თუ მოვიდოდით.
ვფიქრობ, ესპანეთი ამ ტურნირის ფავორიტია და ჩემპიონებიც გახდებიან. სამწუხაროა, რომ ეს გუნდი შეგვხვდა. მაგრამ, არა უშავს, ეს დასასრული არაა. ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით.
ქართველ გულშემატკივარს მინდა მოვუწოდო, ირწმუნონ ჩვენი, საქართველოს ნაკრები მათ მომავალში აუცილებლად გაახარებს“ – განაცხადა მამარდაშვილმა.
წყარო: fortuna.ge
„ეს დასასრული არაა… ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით“ – გიორგი მამარდაშვილი
1-07-2024, 10:27
კომენტარები
22-11-2024 23:04
550
გიორგი მამარდაშვილი ახალდაბადებული შვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს
ვრცლად
22-11-2024 15:02
927
ერთა ლიგის B ჯგუფში დარჩენისთვის საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
ვრცლად
21-11-2024 22:57
277
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
ვრცლად
20-11-2024 20:12
9 602
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად