"საქართველოს სახალხო ფეხბურთელი" - ასე გამოაცხადა კომენტატორმა ბუდუ ზივზივაძის შემოსვლა მოედანზე. გუშინ საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა.
მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ბუდუ ზივზივაძემაც, რომლის შესახებ ევროპის ჩემპიონატის დაწყებიდანვე უამრავი კითხვა ტრიალებდა, თუ რატომ არ იყო ის სასტარტო შემადგენლობაში არც ერთი მატჩისას და რატომ არ აძლევდა მწვრთნელი მას თამაშის საშუალებას. თავად ბუდუმ თქვა, რომ სანიოლის გადაწყვეტილებას პატივს სცემს და მადლობელია იმ რამდენიმე წუთითაც, რა დროსაც მოედანზე თამაში მოუწია.
"მადლობას გადავუხდი ყველა გულშემატკივარს, ვინც აქ იმყოფებოდა და ვინც საქართველოდან გვგულშემატკივრობდა. დიდი მხარდაჭერა იგრძნობოდა მათგან. მათ გარეშე ამ შედეგის მიღწევა გაგვიჭირდებოდა. თავს ის ვგრძნობდით თითქოს თბილისში ვთამაშობდით. ვეტყვი მათ, რომ იამაყონ ამ გუნდით, რადგან საამაყო გუნდი გვყავს და ამაყი ვარ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ. უკვე რომ ამ გუნდის ნაწილი ვიყავი ძალიან ბედნიერი ვიყავი. იმ სასტუმროში იმ ბიჭებთან ყოფნა უკვე დიდი დღესასწაული იყო.
აქ მწვრთნელი იღებს გადაწყვეტილებებს. ყველა ფეხბურთელს სურს, რომ ბევრი ითამაშოს, თუმცა მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა ამ ევროპის ჩემპიონატზე და როგორც პროფესიონალი მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. იმ რამდენიმე წუთისთვისაც, რაც ვითამაშე ბედნიერი და მადლობელი ვარ მისი" - თქვა ბუდუმ. მის კომენტარს "სეტანტა" ავრცელებს.
წყარო
"იმ რამდენიმე წუთისთვისაც მადლობელი ვარ მისი, რაც ვითამაშე" - რას ამბობს ბუდუ ზივზივაძე ვილი სანიოლის გადაწყვეტილებაზე
1-07-2024, 11:39
კომენტარები
22-11-2024 23:04
550
გიორგი მამარდაშვილი ახალდაბადებული შვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს
ვრცლად
22-11-2024 15:02
927
ერთა ლიგის B ჯგუფში დარჩენისთვის საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
ვრცლად
21-11-2024 22:57
277
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
ვრცლად
20-11-2024 20:12
9 602
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად