დღის ახალი ამბები

გურამ კაშიას შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი დუმილს არღვევს

გურამ კაშიას შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი დუმილს არღვევს
8-07-2024, 11:30

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს:

"რა ცუდად გამოიყურება ჩემი ნიუს ფიდი. ტოქსიკურია სიყვარული, როცა პარტნიორს ეუბნები, თუ ისეთი არ იქნები როგორიც მე მინდა, არ მიყვარხარ.უპირობო სიყვარულია ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი.ახლა უფრო კონკრეტულად.
ბიჭებს ვაფასებთ როგორც ფეხბურთელებს, თუ როგორც მოქალაქეებს? თუ როგორც ფეხბურთელებს, რანაირად მოახერხეთ ბუდუს უფრო გაღმერთება ვიდრე კვარაცხელიასი, ან კვირკველიას რატომ ვერ დაუნახეთ თავგანწირვა მაინც რომ ითამაშა:
თუ როგორც მოქალაქეებს, რატომ დაუვიწყეთ ლობჟანიძეს განცხადება “არა რუსულ კანონს” და მაინც ათრიეთ ერთი შეცდომის გამო, ან ქვილითაიას რატომ დაუვიწყეთ იგივე და 5 წუთით თამაშის შანსი რომ მიეცა “რა ქვილითაიაო რატომ წერდით.”
კაშიას როგორ დაუვიწყეთ სამკლავურის გამო, ძალიან ღირსეული პოზიცია, როცა სრულ ზიზღში უწევდა პრინციპების გამო ცხოვრება. არ დანებდა, არ დათმო.
ან ბუდუს რას ვერჩით, დიმა ობოლაძე რომ ტყუილად გადაკიდეთ. ამ დროს რა ქნა ფედერაციამ? ყველა გამოიძახა, ყველა…. განცხადებების მიუხედავად და ეს იყო განაცხადი , “ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ ყველაფრის მიუხედავად” ანუ, მარტო ფულით არ გვჯობიან.
ჩვენ კიდევ ტოქსიკური შეყვარებულები ვართ და ტოქსიკური სიყვარულისგან, ბოლოს მაინც ყველა გარბის " - წერს ნანუკა.  




გაზიარება
მოინახულეს 13 503-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
რეკლამა