დღის ახალი ამბები

19 წლის ლუკა ბაიერნის პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშა

19 წლის ლუკა ბაიერნის პირველ  გუნდთან ერთად ივარჯიშა
21-07-2024, 09:29



როგორც "ბაიერნის" ოფიციალური საიტიდან ვიგებთ ვისენტე კომპანის ხემძღვანელობით ქართველმა ფეხბურთელმა ლუკა პარკაძემ "ბაიერნის" პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშა.

ვარჯიშში მონაწილეობა ახალგაზრდული გუნდის რამდენიმე ფეხბურთელმა მიიღო, რომელთა შორის 19 წლის შემტევი ნახევარმცველი ლუკა პარკაძე იყო. ის გასულ სეზონში იჯარის წესით ავსტრიის "ადმირაში" თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა პარკაძე თბილისის "დინამოს" აღზრდილია და ის "ბაიერნმა" 2023 წელს იყიდა.





ბაიერნი მიუხენის ბაიერნი ლუკა პარკაძე პარკაძე
გაზიარება
მოინახულეს 274-ჯერ
კომენტარები
რეკლამა