დღის ახალი ამბები

დიდი გამოწვევა მიიღო – ალექსანდრე თოფურიამ მომავალი მეტოქე დაასახელა

დიდი გამოწვევა მიიღო – ალექსანდრე თოფურიამ მომავალი მეტოქე დაასახელა


15-02-2025, 04:54
MMA

ალექსანდრე თოფურიამ 9 თებერვალს წარმატებული სადებიუტო ბრძოლა გამართა UFC-ში, სადაც კოლბი თიქნესი დაამარცხა.

ჟურნალისტებმა ქართველი მებრძოლი მომავალი მეტოქის შესახებ ჰკითხეს, რაზეც მან აღნიშნა:

„თუ ჩემგან ელით პასუხს, ვფიქრობ, ნებისმიერ მეტოქესთან ბრძოლისთვის მზად ვარ, მათ შორის ჰენრი სეხუდოსთანაც. აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ უბრალოდ ჩავატარო ბრძოლები – ჩემი მიზანია, საუკეთესოებთან შევეჯიბრო.

ქამარზე საუბარს თავი რომ დავანებოთ, ჩემთვის მთავარი სწორედ ძლიერი მებრძოლების წინააღმდეგ საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებაა და არა მხოლოდ ტიტულის მოპოვება. დიახ, ჩემპიონობა ბევრი უპირატესობას მოაქვს, მათ შორის ფინანსურ სარგებელს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ელიტარულ მებრძოლებთან დაპირისპირებაა,“ – განაცხადა თოფურიამ.


წყარო: oxotv.ge





გაზიარება
მოინახულეს 1 331-ჯერ
კომენტარები
რეკლამა