დღის ახალი ამბები

ხვიჩა ნაპოლში ტრავმირებული დაბრუნდა - რამდენად სერიოზულია ქართველის დაზიანება ?

ხვიჩა ნაპოლში ტრავმირებული დაბრუნდა - რამდენად სერიოზულია ქართველის დაზიანება ?
11-09-2024, 21:32

ნაპოლის შემტევ ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც უეფას ერთა ლიგის გასვლით მატჩში ალბანეთთან დაზიანება მიიღო, აღმოჩნდა, რომ სერიოზული არაფერი სჭირს და დიდი ალბათობით, სერია A-ს მომავალი ტურის შეხვედრაში თამაშსაც უპრობლემოდ შეძლებს.


ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს, რომლის ცნობით, 23 წლის ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლში 11 სექტემბერს ჩავიდა, კლუბის სამედიცინო პერსონალმა კი მისი ტრავმა შეაფასა და ანტონიო კონტესთვის დამაიმედებელი დასკვნა გააკეთა.  


საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგაში ორი მატჩი ჩაატარა. თბილისში ჩეხეთს ანგარიშით 4:1 მოუგო, შემდეგ კი სტუმრად ტირანაში ალბანეთი დაამარცხა (1:0) და B ლიგის 1-ელ ჯგუფს 6 ქულით, ერთპიროვნულად ლიდერობს. ხვიჩა კვარაცხელიამ ჩეხეთთან შეხვედრაში 11-მეტრიანი დარტყმით გაიტანა. 


წყარო: 

europop.ge




გაზიარება
მოინახულეს 428-ჯერ
კომენტარები
რეკლამა