გერმანიის მეორე ბუდნესლიგის „კარლსრუეში“ ბუდუ ზივზივაძის შესანიშნავ თამაშს პოპულარული გერმანული გამოცემა „შპიგელი“ გამოეხმაურა. სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ 30 წლის ქართველმა თავდამსხმელმა, შესაძლოა, ბუნდესლიგაში ითამაშოს.
„ქართველი თავდამსხმელი „კარლსრუეს“ ბუნდესლიგაში დაბრუნებაზე ოცნებობს. ბუდუ ზივზივაძემ ბოლო ტურში „შალკესთან“ დუბლი შეასრულა. თავდამსხმელმა კარიერის განმავლობაში ითამაშა საქართველოში, დანიაში, უნგრეთში, ახლა „კარლსრუეშია“ და შესაძლოა, მალე ბუნდესლიგაშიც ვიხილოთ. 30 წლის ბუდუ ზივზივაძე ბევრს შრომობს, რომ მაღალ დონეზე ითამაშოს. „კარლსრუე“ მეორე ბუნდესლიგაში პირველ ადგილზეა და შეუძლია ბუნდესლიგაში დაბრუნებაზე იფიქროს“, – წერს გერმანული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს ბუდუ ზივზივაძემ მორიგი შესანიშნავი თამაში ჩაატარა მეორე ბუნდესლიგაში. „კარლსრუემ“ გელზენკირხენის „შალკე“ მისი დუბლის წყალობით 2:0 დაამარცხა. ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში ხუთ შეხვედრაში ექვსი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
წყარო: tia.ge
შესაძლოა, ზივზივაძე მალე ბუნდესლიგაში ვიხილოთ - გერმანული გამოცემა „შპიგელი“
15-09-2024, 14:56
კომენტარები
06-10-2024 12:25
973
რა სიტყვებით გამოეხმაურა ხვიჩა კვარაცხელია ზურიკო დავითაშვილის ბრწყინვალე თამაშს ?
ვრცლად
06-10-2024 10:08
371
ზურიკომ "აიწყვიტა" - "სენტ-ეტიენმა“ დავითაშვილის ჰეთ-თრიკით გაიმარჯვა: რა შეფასება მიიღო ჩვენებურმა ?
ვრცლად
06-10-2024 09:34
839
მსოფლიოს ორი უდიდესი გრანდი ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას გეგმავს – რა სასიხარულო ინფორმაცია გახდა ცნობილი
ვრცლად
06-10-2024 08:20
149
UFC | რომან დოლიძემ ტექნიკური ნოკაუტით კევინ ჰოლანდი დაამარცხა
ვრცლად