დღის ახალი ამბები

დღეს საბერძნეთთან შეხვედრაში კვარაცხელიას ტოპ გუნდის სპორტული დირექტორი დააკვირდება

დღეს საბერძნეთთან შეხვედრაში კვარაცხელიას ტოპ გუნდის სპორტული დირექტორი დააკვირდება
31-03-2021, 14:46

მსოფლიო ჩემპიონატის მესამე შესარჩევ შეხვედრას დღეს საქართველოს ნაკრები სტუმრად საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

როგორც ესპანური გამოცემა sport.es იტყობინება მატჩს "სევილიას" სპორტული დირექტორი მონჩი დაესწრება.

ანდალუსიური კლუბის წარმომადგენელი კვარაცხელიას თამაშს დააკვირდება, როგორც ჩანს ესპანური გუნდის ინტერესი ქართველის მიმართ საკმაოდ დიდია, რადგან საქმეში თავად გუნდის სპორტული დირექტორი ერთვება.

მონჩი ცნობილია, იმით რომ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი აღზარდა - სერხიო რამოსი, ალბერტო მორენო, ხესუს ნავასი, ხოსე ანტონიო რეიესი და სხვ. სწორედ მონჩის ახალგაზრდულ სისტემაზე შეიქმნა "სევილიას" გუნდი. მან კლუბი კრიზისის დროს ჩაიბარა და მოახერხა 5-ჯერ ევროპის ლიგის თასის, 4-ჯერ ევროპის სუპერთასისა და 2-ჯერ ესპანეთის თასის მოგება.

მან მოახერხა ჩამქრალი ვარსკვლავების ევერ ბანეგას, ლუიშ ფაბიანოს და ფრედერიკ კანუტეს "რეანიმირება", ასევე შეიძინა ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებმაც შემდეგ უკვე კლუბი ვარკსვლავების რანგში დატოვეს: დანი ალვეში, გჟეგოჟ კრიხოვიაკი, ივან რაკიტიჩი, კარლოს ბაკა, კევინ გამეირო და სხვ.

შეგახსენებთ, რომ მატჩი დღეს საქართველოს დროით 22:45 საათზე დაიწყება.




გაზიარება
მოინახულეს 5 159-ჯერ
კომენტარები
რეკლამა