მერაბ ვარძუკაშვილმა, რომელიც საქართველოს ნაკრების ყოფილი ექიმია, "აჭარასპორტთან" ინტერვიუში გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა :
"მე ვიყავი ბელგიების მხრიდან ის "ცუდი ექიმი", რომელიც ამბობდა, რომ გიორგის თავიდანვე ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, ტრავმიდან 1 თვეში მომეცა საშუალება გიორგი გამესინჯა, როდესაც ის თბილისში მცირე დროით ჩამოვიდა, ტომოგრაფიული გამოკველების ჩატარების შემდეგ გიორგის პირდაპირ ვუთხარი, რომ ჯობდა ოპერაცია გაეკეთებინა."
"ეს ყოველივე სამომავლო პრობლემების თავიდან ასარიდებლად უნდა გაკეთებულიყო, თუმცა პასუხი მათი მხრიდან იყო ის, რომ ჰქონიათ ასეთი შემთხვევები და "გამომძვრალან" ოპერაციის გარეშე."
"ვერ შევედავებოდი, რადგანაც ახალგაზრდას სხეულს აქვს სწრაფი რეგენერაციის უნარი, მაგრამ ეს ყველაფერი არის დაფუძნებული სუბიექტურ გამოცდილებაზე და მაშინაც და ახლაც ხაზს ვუსმევ, რომ ტრავმის მექანიზმიდან გამომდინარე, მაშინვე უნდა გაკეთებულიყო ოპერაცია."
"როდესაც ფეხბურთელი 1 წლიანი ტრავმიდან ბრუნდები, ხშირად იღებ არა იმ ტრავმას, რომელიც ცოტა ხნის წინ მოიშუშე, არამედ უთამაშებლობიდან განპირობებულ კუნთის დაზიანებებს, რომელიც ბიომექანიზმის დარღვევითაა განპირობებული."
"ახლა გიორგის სულ სხვა მიმართულებით აქვს ტრავმა, მაგრამ ეს ცუდი მკურნალობის ან რეაბილიტაციის პროცესის დროს შეცდომის დაშვების ბრალი ნამდვილად არაა."
რა ჭირს რეალურად გიორგი ჩაკვეტაძეს - ნაკრების ექიმი განცხადებას აკეთებს
12-04-2021, 13:29
გაზიარება
მოინახულეს 3 768-ჯერ
კომენტარები

06-08-2022 09:37
519
"სეზონის ბოლოს მარადონას არსებობას დავივიწყებთ" - რას წერენ ნეაპოლელი გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიაზე ტრანსფერიდან 1 თვის შემდეგ
ვრცლად

01-08-2022 07:47
3 648
„ბომბი გოგო ხარ“- ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული საოცარ ფორმაშია, წყვილი მალიორკაზე ისვენებს
ვრცლად

31-07-2022 09:57
833
ქართველმა მებრძოლმა დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქე ნოკაუტში ჩააგდო
ვრცლად

31-07-2022 08:55
1 268
სპორტის ისტორიაში ყველაზე უცნაური საჩუქრები და თასები (ფოტოგალერეა)
ვრცლად