დღის ახალი ამბები

გიორგი მიქაუტაძე : „ვილიარეალს“ შევეგუე, აქ თამაში მსიამოვნებს"

გიორგი მიქაუტაძე : „ვილიარეალს“ შევეგუე, აქ თამაში მსიამოვნებს"


15-01-2026, 14:39

გიორგი მიქაუტაძე​​​​მ 2026 წელი წარმატებით დაიწყო — ქართველმა ფორვარდმა „ელჩესთან“ გოლი და საგოლე პასი გააკეთა, ხოლო „ალავესთან“ კიდევ ერთი გოლი გაიტანა. პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ გუნდს სწრაფად შეეჩვია, კარგად ესმის მწვრთნელის მოთხოვნები და თანაგუნდელებთან კარგი ურთიერთობა ეხმარება მოედანზე მაქსიმუმის ჩვენებაში.


მიქაუტაძის თქმით, ლა ლიგა მის სათამაშო სტილს კარგად ერგება, სეზონი დადებითად მიმდინარეობს და მიუხედავად სირთულეებისა, „ვილიარეალს“ ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია. მან ასევე გაუსვა ხაზი საკუთარ თავთან მაღალ მოთხოვნებსა და მომენტების რეალიზაციის გასაუმჯობესებლად გაწეულ შრომას.


ქართველი თავდამსხმელის განცხადებით, ჩემპიონთა ლიგაზე თამაში დიდი მოტივაციაა და მიუხედავად პირველ სეზონში მიღებული გამოცდილებისა, გუნდს სურს მომავალშიც დაბრუნდეს ამ ტურნირზე. 20 იანვარს „აიაქსთან“ მატჩს კი განსაკუთრებული ყურადღებით და გამარჯვების სურვილით შეხვდებიან.






  • გიორგი მიქაუტაძე, მიქაუტაძე, ვილიარეალი, viliareali, giorgi mikautadze, mikautadze
    გაზიარება
    მოინახულეს 63-ჯერ
    რეკლამა