გიორგი მიქაუტაძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით „ვილიარეალმა“ სტუმრად ლა ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერი „ლევანტე“ დაამარცხა – 1:0.
ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურის გამოტოვებული შეხვედრა (წყალდიდობის გამო გადაიდო) საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 89 წუთი ითამაშა. გიორგიმ ანგარიში 57-ე წუთზე გახსნა და, როგორ გაირკვა, სტუმრებს გამარჯვება მოუტანა.
ამ მოგების შედეგად „ვილიარეალმა“ 48 ქულა დააგროვა, მადრიდის „ატლეტიკოს“ (45) გადაასწრო და მესამე ადგილზეა – მას მხოლოდ „რეალი“ (60) და „ბარსელონა“ (58) უსწრებენ.
გიორგი მიქაუტაძემ ბოლო სამ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა (პლუს ერთი საგოლე გადაცემა), სულ კი მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
წყარო: 1tv.ge
26-09-2026 13:26
1
"მე არ უნდა ვამბობდე, ვაისის შემდეგ ვილიმ მისცა შანსი ჩემს შვილს, მაგრამ..." - ბუდუ ზივზივაძის მამა ვილი სანიოლზე
ვრცლად
23-09-2026 05:46
47
მხარი დაუჭირეთ კვარას - „ოქროს ბურთის“ ოფიციალურმა გვერდმა კვარაცხელიას ვიდეო გამოაქვეყნა
ვრცლად
21-09-2026 12:45
109
თოფურია გეიჯის ჩხუბის სკანდალური დეტალი - დენა უაითის პირველი კომენტარი ხელთათმანებზე, რომელიც დღესაც განხილვის თემაა
ვრცლად
21-09-2026 06:25
10
ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამომ“ „ტორპედო“ დაამარცხა
ვრცლად

![მიქაუტაძემ ზედიზედ მასამე მატჩში გაიტანა - „ვილიარეალმა „ლევანტეს“ მოუგო [ვიდეო] მიქაუტაძემ ზედიზედ მასამე მატჩში გაიტანა - „ვილიარეალმა „ლევანტეს“ მოუგო [ვიდეო]](https://cdn.1tv.ge/app/uploads/2026/02/1771449513-Giorgi-Mikautadze.jpg)