დღის ახალი ამბები

"პსჟ-მ" ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

"პსჟ-მ" ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო



„პარი სენ-ჟერმენმა“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფრით დაინტერესებული ინგლისური კლუბები უარით გაისტუმრა, რადგან ქართველი ვარსკვლავის გაყიდვას არ აპირებს – ამის შესახებ გამოცემა TeamTalk-ი წერს.


„„ლივერპული“ გაძლიერების მცდელობისას მნიშვნელოვან დაბრკოლებას წააწყდა: ახალი ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენმა“ მტკიცედ უარყო ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესაძლებლობა, რომელსაც მერსისაიდელები ​​მოჰამედ სალაჰის შემცვლელად მოიაზრებდნენ.


„ლივერპულის“ ინტერესი სერიოზული იყო, მაგრამ, საბოლოოდ, უშედეგო გამოდგა. ბოლო ინფორმაციით, პსჟ კვარაცხელიას გუნდიდან გაშვებას არ დათანხმდება, არადა, შესაძლოა, რეკორდული ტრანსფერი განხორციელებულიყო.


კვარაცხელიას ტრანსფერზე პარიზელებს, „ლივერპულის“ გარდა, „არსენალი“ და „ჩელსიც“ დაუკავშირდნენ, მაგრამ იგივე პასუხი მიიღეს – ქართველი თავდამსხმელი ზაფხულში „პარი სენ-ჟერმენს“ არ დატოვებს.


თუმცა გასათვალისწინებელია ფინანსური ასპექტი. ინგლისურმა კლუბებმა პსჟ-ის ხელმძღვანელობა რომ დააინტერესონ, რეკორდული შეთავაზება იქნება საჭირო, რაც დაახლოებით 160 მილიონი გირვანქა სტერლინგია (დაახლოებით 185 მლნ. ევრო). ეს შეფასება ასახავს როგორც კვარაცხელიას ნიჭს, ასევე სატრანსფერო ბაზარზე მის გაზრდილ ფასსაც“, – წერს გამოცემა.


წყარო: 1tv.ge-Sport





  • გაზიარება
    მოინახულეს 1 298-ჯერ
    რეკლამა