პარიზის „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესს არაერთი ინგლისური გრანდი იჩენს. გამოცემა TeamTalk-ის ინფორმაციით, ქართველ ფეხბურთელს ყურადღებით აკვირდებიან მანჩესტერ იუნაიტედი, ლივერპული და არსენალი.
წყაროს ცნობით, განსაკუთრებით აქტიურია მანჩესტერ იუნაიტედი, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში ქართველი ვარსკვლავის სენსაციურ ტრანსფერზე ფიქრობს. ბრიტანული გუნდი მზად არის ქართველის სანაცვლოდ "პსჟ-ს" 130 მილიონიც კი შესთავაზოს, მიუხედავად ამისა, აღნიშნული გარიგება მარტივი არ იქნება — კლუბისთვის მარცხენა გარემარბის დამატება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, თუმცა ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, ვინ ჩაიბარებს გუნდს მომავალ სეზონში.
ჟურნალისტ რობ მაკარტის ინფორმაციით, კვარაცხელიას შეძენას ასევე "ლივერპული" განიხილავს, როგორც მოჰამედ სალაჰის გრძელვადიან შემცვლელს, ხოლო არსენალი ქართველი ფეხბურთელის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.
"პსჟ" ქართველის გასაშვებად საკმაოდ ბევრი თანხას მოითხოვს, ბევრად მეტს ვიდრე თავად პარიზულმა გუნდმა გასულ წელს "ნაპოლს" გადაუხადა (70 მილიონი).
კვარა, კვარაცხელია, ხვიჩა კვარაცხელია, kvara, kvicha, kvicha kvaraskhelia
