გიორგი გულიაშვილმა ესპანეთის ლა ლიგა 2-ში დუბლი შეასრულა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა სანტანდერის „რასინგისთვის“, რომელიც გასვლით მატჩში „ანდორასთან“ 2:6 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო. მან ანგარიში მე-4 წუთზე გახსნა, ხოლო მე-16 წუთზე დუბლი შეასრულა (ესპანეთში გადასვლის შემდეგ მეორედ) და „რასინგის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა.
„ანდორამ“ ანგარიშის გათანაბრება პირველივე ტაიმში შეძლო, მატჩის მეორე ნახევარში კიდევ ოთხი გოლი გაიტანა და, საბოლოოდ, დიდი ანგარიშით მოიგო.
წაგების მიუხედავად, „რასინგმა“ პირველი ადგილი მაინც შეინარჩუნა, გულიაშვილის ანგარიშზე კი ხუთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.
წყარო: 1tv.ge-sport
26-09-2026 13:26
1
"მე არ უნდა ვამბობდე, ვაისის შემდეგ ვილიმ მისცა შანსი ჩემს შვილს, მაგრამ..." - ბუდუ ზივზივაძის მამა ვილი სანიოლზე
ვრცლად
23-09-2026 05:46
47
მხარი დაუჭირეთ კვარას - „ოქროს ბურთის“ ოფიციალურმა გვერდმა კვარაცხელიას ვიდეო გამოაქვეყნა
ვრცლად
21-09-2026 12:45
109
თოფურია გეიჯის ჩხუბის სკანდალური დეტალი - დენა უაითის პირველი კომენტარი ხელთათმანებზე, რომელიც დღესაც განხილვის თემაა
ვრცლად
21-09-2026 06:25
10
ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამომ“ „ტორპედო“ დაამარცხა
ვრცლად

