საქართველოს ნაკრები ერევანში სომხეთის ნაკრები 3:0 დაამარცხა. მატჩის ერთ-ერთი გმირი, ჯვაროსნების ცენტრალური ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი გახდა, რომელმაც ოტარ კიტეიშვილი პასით 33-ე წუთზე ანგარიში გახსნა და საკუთაი გუნდი დააწინაურა.
როგორც ქოჩორაშვილმა “პირველ არხს“ უთხრა, გოლი, რომელიც მან დღეს გაიტანა, საკუთარ დედას მიუძღვნა, რადგან ის დღეს იუბილარია.
მან ასევე მადლობა გადაუხადა გულშემატკივარს.
“რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში, ისინი ყოველთვის მოდიან და მხარს გვიჭერენ“, - თქვა ქოჩორაშვილმა.
რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, მოვახერხეთ და პირველ თამაშში გამარჯვება მოვიპოვეთ. იმის თქმაც მინდა, რომ ჯერ არაფერი არაა დამთავრებული, მეორე მატჩი სახლში გველოდება, უნდა დავისვენოთ და მოვემზადოთ. გუნდის გამარჯვებით და თამაშით ბედნიერი ვარ, ასევე გოლით, რომელიც დედაჩემს ეკუთვნის, იმიტომ, რომ მისი დაბადების დღეა.
ჩემმა მეგობარმა, რომელიც სომხეთის ნაკრებში თამაშობს, მითხრა, რომ ამდენ ქართველს სტადიონზე არ ელოდებოდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს. რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში, ისინი ყოველთვის მოდიან და მხარს გვიჭერენ.
ყოველთვის ძალიან წყანარად ვარ, როცა გვერდზე კიტეიშვილი, კვეკვესკირი, მექვაბიშვილი, ნონიკაშვილი მიდგას. ყველა ჩემი თანაგუნდელი ძალიან მაღალი დონისაა, კიტეიშვილის კაპიტნობა კაშიას შემდეგ დამსახურებულია“, – განაცხადა ქოჩორაშვილმა.
ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენი პლეი ოფის მატჩში საქართველოს ნაკრები ერევანში სომხეთის ნაკრებს შეხვდა და 3:0 დაამარცხა.
მატჩში ანგარიში 33-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა გახსნა, ხოლო 37-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ 2 ქულიანი სხვაობით დააწინაურა გუნდი. შეხვედრის მეორე ნახევარში, 58 წუთზე მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში საქართველოს ნაკრები სომხეთს 23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
წყარო: newposts.ge



