დღის ახალი ამბები

დასახელდა მთავარი მიზეზი, რის გამოც კვარაცხელიას ოქროს ბურთის მოგება გაუჭირდება

დასახელდა მთავარი მიზეზი, რის გამოც კვარაცხელიას ოქროს ბურთის მოგება გაუჭირდება



ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა და გავლენიანი გამოცემა Le Parisien-ის სპორტულმა ანალიტიკოსმა, დომინიკ სევერაკმა პსჟ-სა და „ბაიერნის“ ნახევარფინალური სუპერდაპირისპირების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა და განაცხადა, რომ ქართველ შემტევს ოქროს ბურთისთვის ბრძოლა შეუძლია.


„მგონია, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ახლა გასულ სეზონზე ძლიერი გუნდია. გუნდმა იცის, როგორ უნდა იპოვოს ჩემპიონთა ლიგის მოსაგები გზა. იცის, როგორ უნდა გაუძლოს რთულ მომენტებს, როგორც ეს „ენფილდზე“ ქარიშხლის დროს მოხდა. კვარამ კიდევ უფრო მოუმატა. ასევე ბარკოლამაც, რომელიც „ჩელსისთან“ საპასუხო მატჩში კოჭის ტრავმამდე სრულიად შეუჩერებელი იყო. რადგან ზაირ-ემერის სახით გუნდს ნახევარდაცვაში კიდევ ერთი დამატებითი ვარიანტი აქვს. რადგან დონარუმას (იმ დონარუმასი, რომელიც გასულ სეზონში ვნახეთ და არა კლუბში მისი 4-წლიანი ყოფნის განმავლობაში) არყოფნა ჯერჯერობით არ იგრძნობა. ნუნუ მენდეში წინა სეზონთან შედარებით ოდნავ უფრო სუსტი მეჩვენება. ეს ალბათ ერთადერთი მინუსი იქნებოდა.“


„შეუძლია თუ არა კვარას ოქროს ბურთისთვის ბრძოლა? დიახ, ხმის ხმის მიცემა დღეს რომ სრულდებოდეს, „ჩე გე კვარა“ საუკეთესო სამეულში იქნებოდა. ის არის ტორნადო, ქარიშხალი, მხეცი, რომელიც თავის ცხოველურ ძალას დიდ შეხვედრებში ავლენს. ოლისეც, თავისი განსხვავებული და უფრო რბილი/დახვეწილი სტილით, ცხადია, ასევე იქნებოდა პოდიუმზე. საპასუხო მატჩი მათ პოზიციებს ცოტა უფრო ზუსტად გაარკვევს. მაგრამ, რაც მთავარია, შემდეგ მოდის მსოფლიო ჩემპიონატი. მე-2 ან მე-3 ადგილზე გასვლის იმედი რომ ჰქონდეს, კვარამ ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს, რათა ზედმეტად ბევრი პოზიცია არ დაკარგოს იმის გამო, რომ მუნდიალზე არ თამაშობს.“


წყარო: pnews.ge





  • გაზიარება
    მოინახულეს 293-ჯერ
    რეკლამა