ჩემპიონთა ლიგის ფინალში პარი სენ-ჟერმენმა ლონდონის "არსენალი" დაამარცხა და ზედიზედ მეორედ, ჩემპიონობა მოიპოვა. ხვიჩა კვარაცხელიას როლი მოედანზე გარდამტეხი იყო.
თავდაპირველად "არსენალი" 1-0-ს იგებდა და პარიზელებს ლონდონელების დაცვის გარღვევა უჭირდათ, თუმცა მეორე ტაიმში, ხვიჩამ ინდივიდუალური ოსტატობის შედეგად, 11-მეტრიანი გამოიმუშავა, უსმან დემბელემ კი პენალტი ზუსტად შეასრულა. ანგარიში გათანაბრდა და საბოლოოდ, საქმე 11-მეტრიანების სერიამდე მივიდა, სადაც გამარჯვება პსჟ-მ მოიპოვა.
ვნახოთ, რას წერენ ფანები ხვიჩას შესახებ:
"კვარაცხელიამ მოიპოვა პენალტი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბედი შეცვალა, ყველაზე სახიფათო მოთამაშე ამ ტურნირზე"
"ეს ბიჭი იმსახურებს ოქროს ბურთს"
"კვარადონა - პსჟ-ს ვარსკვლავი სჭირდებოდა და ის აქ არის, პსჟ-ს ლიდერი სჭირდებოდა და ის აქ არის"
"მას ფეხებში მაგია აქვს", - წერენ გულშემატკივრების.
იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო მათ შორისაა, ვინც ხვიჩასთვის ოქროს ბურთის გადაცემას გულშემატკივრობს.
"მე არც არსენალის და არც პსჟ-ს ფანი არ ვარ, მაგრამ ჩემი ოცნებაა, რომ ოქროს ბურთი ხვიჩა კვარაცხელიას მისცენ", - თქვა მატჩის შემდეგ რომანომ.
წყარო: ambebi.ge
