დღის ახალი ამბები

მზად ხართ საქართველოს საგულშემატკივროდ? - საქართველო-სომხეთის მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა იწყება

მზად ხართ საქართველოს საგულშემატკივროდ? - საქართველო-სომხეთის მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა იწყება


26-02-2025, 08:25

უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების ორ მატჩიან დაპირისპირებაზე ბილეთების გაყიდვა იწყება.


"მზად ხართ საქართველოს საგულშემატკივროდ? 


უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 20 მარტს, ერევანში გაიმართება. 23 მარტს, საქართველოს ნაკრები მეტოქეს დინამო არენაზე უმასპინძლებს. 


დინამო არენაზე გასამართ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 27 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება. თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეუძლია.


უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სტუმარი გუნდის ფანებისთვის გამოყოფილ პირველი იარუსის მე-9 და მე-10 სექტორზე არ დაიშვებიან ქართველი გულშემატკივრები. 


🇦🇲 ერევანში, სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ 20 მარტს გასამართ მატჩზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 28 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება. თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.


ორივე მატჩზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და რეალიზაციას TKT.GE უზრუნველყოფს", - წერია განცხადებაში.



წყარო: tia.ge





გაზიარება
მოინახულეს 134-ჯერ
კომენტარები
რეკლამა