დღის ახალი ამბები

გიორგი მამადაშვილი მიმართვას ავრცელებს!

გიორგი მამადაშვილი მიმართვას ავრცელებს!


11-03-2025, 03:55

გიორგი მამარდაშვილს ბოლო პერიოდში ცუდი დროება უდგას, ქართველი მეკარე ცუდ ფორმაშია და ამის შესახებ ესპანური გამოცემებიც წერენ.


ბოლო მატჩში "ვალენსიელთა" კიპერმა ისეთი შეცდომა დაუშვა, რასაც მეტოქე გუნდის გოლი მოჰყვა, მიუხედავად ამისა მამარდაშვილის გუნდმა გამარჯვება შეძლო და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.


მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში განცხადება, თავად მეკარემ გაავრცელა: 


,,ვიცი, რომ ახლა საუკეთესო ფორმაში არ ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სირთულეები უფრო ძლიერს მხდის.

მთელ ჩემს ძალისხმევას ვდებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე ჩემს საუკეთესო ფორმას.

დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის”, – წერს ის.


აშკარაა, რომ მიუხედავად ცუდი პერიოდისა გიორგი მამარდაშვილი გრძნობს იმ სიყვარულს, რაც მის მიმართ ქართველ და ესპანელ გულშემატკივარს აქვს. ასეთ რთულ დროს, მართლაც მნიშვნელოვანია ჩვენი მხარდაჭერა ფეხბურთელის მიმართ.



ვინ იქნება "პსჟ-ს" მომდევნო მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე ?







გაზიარება
მოინახულეს 11 696-ჯერ
კომენტარები
რეკლამა