დღის ახალი ამბები

ვილი სანიოლმა ბევრ ცვლილებას არ ვაპირებო - საქართველოს სავარაუდო შემადგენლობა სომხეთთან

ვილი სანიოლმა ბევრ ცვლილებას არ ვაპირებო - საქართველოს სავარაუდო შემადგენლობა სომხეთთან


23-03-2025, 05:19

დღეს "დინამო არენაზე" საქართველოს ნაკრების სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს, პირველ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა 3-0 იმარჯვა და მეორე მატჩს ინტრიგა დაუკარგა.


მიუხედავად პირველი მატჩში დიდი ანგარიშით გამარჯვება, ქართველი ქომაგი დღესაც გამარჯვებას ელის, ასეთი მიდგომა აქვს თავად ვილი სანიოლსაც, ფრანგის განცხადებით ეს ოფიციალური შეხვედრა, გამარჯვება საჭიროა და ბევრ ცვლილებასაც არ აპირებს.


თავად ვილის განცხადებით ძირითადში დაბრუნდება დისკვალიფიცირებული კაპიტანი გურამ კაშია, მიუხედავად მისი დაბრუნებისა ტაქტიკა არ შეიცვლება და გუნდი კვლავ 4-3-3 ითამაშებს. ასევე უნდა ველოდოთ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშსაც, რომელმაც კაშიას მსგავსად დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა პირველი შეხვედრა.


ჩვენი სავარაუდო შემადგენლობა კი ასეთია: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, საბა გოგლიჩიძე, ირაკლი აზაროვი , ოთარ კიტეიშვილი , გიორგი ქოჩორაშვილი , გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე.





გაზიარება
მოინახულეს 231-ჯერ
კომენტარები
რეკლამა