დღის ახალი ამბები

„ახლა გვესმის, რატომ ეძახიან ნეაპოლელები კვარადონას“ - ფრანგული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე

„ახლა გვესმის, რატომ ეძახიან ნეაპოლელები კვარადონას“ - ფრანგული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე


9-04-2025, 21:16

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში „ასტონ ვილასთან“ ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გატანილ ბრწყინვალე გოლს ეხმაურება ფრანგული მედია.


„რა გოლი, რა თამაში! ახლა გვესმის, რატომ ეძახიან ნეაპოლელები კვარადონას“,  - წერს ფრანგული მედია ქართველ ფეხბურთელზე.


ფრანგული მედიის გარდა ქართველის მიმართ აღფრთოვანებას ფრანგი გულშემატკივარიც არ მალავს:


"მას მარტოს შეუძლია თამაშის მოგება, დიდი ფუფუნებაა მისი გუნდში ყოლა"


"მცველის ადგილზე ყოფნა ნამდვილად არ მინდა, როცა ხვიჩასთან პირისპირ რჩება"


"დრიბლინგი, პასის კულტურა, ორივე ფეხით თამაში.. ეს ბიჭი გამაოგნებლად ძლიერია"


"სად იყო აქამდე , ამ ბიჭმა "პსჟ-ში" ყველაფერი სასიკეთოსკენ შეცვალა" 


 „პარი სენ-ჟერმენმა“ „ასტონ ვილა“ 3:1 დაამარცხა.


ასევე იხილეთ :

"მე ეს მას შემდეგ მინდოდა რაც აქ მოვედი! " - რა საიდუმლო გაამხილა ლუის ენრიკემ მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე


 "მსოფლიო კლასის ფეხბურთელია " - ცნობილი გამოცემები კვარას მაგიურ პერფორმანს ეხმაურებიან





  • გაზიარება
    მოინახულეს 17 236-ჯერ
    რეკლამა