ნინო დარასელი საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მიერ გასამართ მატჩს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ მისთვის სულ ერთია, ფეხბურთელები რას იზამენ.
როგორც ის აღნიშნავს, თუ აქციაზე მონიტორს მიიტანენ და ნაკრების თამაშის ყურებას დააპირებენ, პროტესტის ნიშნად, აპირებს ზურგით დადგეს მონიტორთან, ვინაიდან, ფეხბურთელებს ქვეყანა „კიდიათ".
„ჩემთვის სულ ერთია აწი რას იზამენ, ასე რომ მეც ზურგით დავდგები. მეგონა საქართველოსთვის თამაშობდნენ, და თურმე მაგრად კიდიათ ქვეყანაც და გულშემატკივარიც, რომელიც მეოთხედფინალში გასულებს ისე დახვდა, გეგონება ევროპის ჩემპიონები გახდნენ", - წერს ნინო დარასელი.
ეროვნული ნაკრები 21:00 საათზე ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენი პლეიოფის პირველ მატჩს სომხეთის ნაკრებთან გამართავს.
წყარო: resonancedaily.com/
24-10-2026 13:11
1
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია
ვრცლად
26-09-2026 13:26
115
"მე არ უნდა ვამბობდე, ვაისის შემდეგ ვილიმ მისცა შანსი ჩემს შვილს, მაგრამ..." - ბუდუ ზივზივაძის მამა ვილი სანიოლზე
ვრცლად
23-09-2026 05:46
67
მხარი დაუჭირეთ კვარას - „ოქროს ბურთის“ ოფიციალურმა გვერდმა კვარაცხელიას ვიდეო გამოაქვეყნა
ვრცლად
21-09-2026 12:45
123
თოფურია გეიჯის ჩხუბის სკანდალური დეტალი - დენა უაითის პირველი კომენტარი ხელთათმანებზე, რომელიც დღესაც განხილვის თემაა
ვრცლად

