ქართველი ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ირკვევა, მისმა შვილმა ლეიკემია დაამარცხა. გამოჯანმრთელებული სანდრო მამამ 2.5-თვიანი პაუზის შემდეგსახლში წაიყვანა.
„სანდრო გამოჯანმრთელდა!
ძალიან რთული დღეები გამოვიარეთ, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე უკან არის.
მინდა გულით გითხრათ მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ამ გზაზე გვედგა გვერდში.
თქვენმა სიტყვებმა, ყურადღებამ და მხარდაჭერამ ძალიან გამაძლიერა.
მართლა ბევრს ნიშნავდა და გაგვიადვილა ის რთული გზა, რაც ერთად გავიარეთ.
ყველაზე რთული ნაწილი უკვე დასრულებულია.
ახლა იწყება რეაბილიტაცია — და ჩვენ ამ ნაწილსაც ერთად გავივლით, იმავე რწმენით და იმედით.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისთვის!“, – წერს გიორგი გოჩოლეიშვილი.
წყარო: fortuna.ge
24-10-2026 13:11
1
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია
ვრცლად
26-09-2026 13:26
115
"მე არ უნდა ვამბობდე, ვაისის შემდეგ ვილიმ მისცა შანსი ჩემს შვილს, მაგრამ..." - ბუდუ ზივზივაძის მამა ვილი სანიოლზე
ვრცლად
23-09-2026 05:46
67
მხარი დაუჭირეთ კვარას - „ოქროს ბურთის“ ოფიციალურმა გვერდმა კვარაცხელიას ვიდეო გამოაქვეყნა
ვრცლად
21-09-2026 12:45
123
თოფურია გეიჯის ჩხუბის სკანდალური დეტალი - დენა უაითის პირველი კომენტარი ხელთათმანებზე, რომელიც დღესაც განხილვის თემაა
ვრცლად

