„ლიონის“ ნახევარმცველმა რაიან შერკიმ გამოაცხადა, რომ დატოვებს კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს.
საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ლიონმა“ „ანჟერსს“ 2:0 მოუგო. ამ შეხვედრაში 21 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა საგოლე გადაცემა შეასრულა.
„ვფიქრობ, ეს იყო ჩემი ბოლო მატჩი „ლიონში“. ფრთხილად ვარ, რადგან ვიცი, რა გავიარე გასულ ზაფხულში. ვნახოთ რა მოხდება, მაგრამ ვამაყობ იმით, რაც „ლიონისთვის“ გავაკეთე“, – მოჰყავს შერკის სიტყვები გაზეთ L’Equipe-ს.
რაიან შერკი „ლიონის“ აღზრდილია. 2024-25 წლების სეზონში მან ყველა ტურნირზე 44 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 20 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
წლევანდელ სეზონში ჩერკი უდავოდ გუნდის ლიდერი იყო , აქვე შეგახსენებთ რომ შერკისთან ერთად გუნდს ლაკაზეტიც დატოვებს.
წყარო: 1tv.ge - Sport
26-09-2026 13:26
1
"მე არ უნდა ვამბობდე, ვაისის შემდეგ ვილიმ მისცა შანსი ჩემს შვილს, მაგრამ..." - ბუდუ ზივზივაძის მამა ვილი სანიოლზე
ვრცლად
23-09-2026 05:46
47
მხარი დაუჭირეთ კვარას - „ოქროს ბურთის“ ოფიციალურმა გვერდმა კვარაცხელიას ვიდეო გამოაქვეყნა
ვრცლად
21-09-2026 12:45
109
თოფურია გეიჯის ჩხუბის სკანდალური დეტალი - დენა უაითის პირველი კომენტარი ხელთათმანებზე, რომელიც დღესაც განხილვის თემაა
ვრცლად
21-09-2026 06:25
10
ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამომ“ „ტორპედო“ დაამარცხა
ვრცლად

