მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ და გავლენიან სატრანსფერო ვებგვერდ transfermarkt-ის მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასებმა რეკორდულ ნიშნულებს მიაღწია.
ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, კვარაცხელიას ღირებულება 90 მლნ ევრო გახდა. შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე მისი უმაღლესი ფასი 85 მლნ ევრო იყო.
აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია მსოფლიოში მე-19 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.
გარდა ამისა, 22 მლნ ევრომდე გაიზარდა გიორგი მიქაუტაძის ღირებულება, აქამდე მისი მაქსიმალური სატრანსფერო ფასი 20 მლნ ევრო იყო.
გთავაზობთ, დღეის მდგომარეობით, 10 ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ ფეხბურთელს, transfermarkt-ის მონაცემებით:
- ხვიჩა კვარაცხელია - 90 მლნ ევრო;
- გიორგი მამარდაშვილი - 30 მლნ ევრო;
- გიორგი მიქაუტაძე - 22 მლნ ევრო;
- ზურიკო დავითაშვილი - 10 მლნ ევრო;
- საბა გოგლიჩიძე - 8 მლნ ევრო;
- ოთარ კიტეიშვილი - 5 მლნ ევრო;
- გიორგი ჩაკვეტაძე - 4.5 მლნ ევრო;
- ირაკლი აზაროვი - 4.5 მლნ ევრო;
- საბა ლობჟანიძე - 4 მლნ ევრო;
- გიორგი ქოჩორაშვილი - 4 მლნ ევრო.
წყარო: bpn.ge
26-09-2026 13:26
1
"მე არ უნდა ვამბობდე, ვაისის შემდეგ ვილიმ მისცა შანსი ჩემს შვილს, მაგრამ..." - ბუდუ ზივზივაძის მამა ვილი სანიოლზე
ვრცლად
23-09-2026 05:46
47
მხარი დაუჭირეთ კვარას - „ოქროს ბურთის“ ოფიციალურმა გვერდმა კვარაცხელიას ვიდეო გამოაქვეყნა
ვრცლად
21-09-2026 12:45
109
თოფურია გეიჯის ჩხუბის სკანდალური დეტალი - დენა უაითის პირველი კომენტარი ხელთათმანებზე, რომელიც დღესაც განხილვის თემაა
ვრცლად
21-09-2026 06:25
10
ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამომ“ „ტორპედო“ დაამარცხა
ვრცლად

