დღის ახალი ამბები

რამდენი მილიონია საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება ? - ციფრები, რომელზეც რამდენიმე წლის წინ ვერც კი ვიოცნებებდით

რამდენი მილიონია საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება ? - ციფრები, რომელზეც რამდენიმე წლის წინ ვერც კი ვიოცნებებდით


6-04-2025, 12:30

Transfermarkt-მა საფრანგეთის ლიგა 1-ის ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა.



,,პარი სენ ჟერმენის'' შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია 80 მილიონ ევროდაა შეფასებული. მისმა ღირებულებამ, წინა მონაცემებთან შედარებით, 5 მილიონით დაიკლო, თუმცა საფრანგეთის ჩემპიონატში ქართველ ფეხბურთელზე ძვირადღირებული არავინაა.



2 მილიონი ევროთი - 18-დან 20 მილიონამდე გაიზარდა გიორგი მიქაუტაძის ფასი. გარდა ამისა, ასევე 2 მილიონით მოიმატა ზურიკო დავითაშვილის ღირებულებამაც, რომელიც ამ მომენტისთვის 10 მილიონადაა შეფასებული.


რაც შეეხება საფრანგეთის გარეთ მოთამაშე გიორგი მამარდაშვილს, ბოლო განახლებით მისი მიმდინარე სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონია, თუმცა "რეალთან" ჩატარებული შეხვედრის შემდეგ მისი ღირებულება აუცილებლად მოიმატებს.


არსებული ცვლილებებიდან გამომდინარე საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება €192 მილიონი ევროდან €181 მილიონამდე ჩამოვიდა, თუმცა სომხეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ FIFA-ს რეიტინგში “ჯვაროსნები” 2 პოზიციით, 68-დან 66 ადგილამდე დაწინაურდნენ.


შეგახსენებთ, რომ ივნისში გასამართი ამხანაგური თამაშების შემდეგ ნაკრები 4 სექტემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს თურქეთის წინააღმდეგ დაიწყებს.


წყარო: tia.ge





  • გაზიარება
    მოინახულეს 1 085-ჯერ
    რეკლამა