დღის ახალი ამბები

საომარი ვითარების გამო გიორგი გველესიანმა "პერსეპოლისი" დატოვა

საომარი ვითარების გამო გიორგი გველესიანმა "პერსეპოლისი" დატოვა


22-06-2025, 05:49

გიორგი გევლესიანმა „პერსეპოლისი“ ირანში არსებული საომარი მდგომარეობის გამო დატოვა – ინფორმაციას ირანული გამოცემა eghtesadazad ავრცელებს.


„ირანული გუნდები ლეგიონერებმა დატოვეს. ამჟამად არსებულმა სამხედრო ვითარებამ უცხოელი მოთამაშეებისა და მწვრთნელების ყოფნის შესაძლებლობა თითქმის ნულამდე შეამცირა. ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ უცხოელმა მოთამაშემ ან მწვრთნელმა ჩვენს ქვეყანაში წასვლა მოისურვოს.


ცნობილი გახდა, რომ ირანულ ფეხბურთსა და „პერსეპოლისში“ მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, ქვეყანა და გუნდი გიორგი გველესიანმა დატოვა. ის კარგად იცნობს ქვეყანაში არსებულ ცხოვრების პირობებს.


ვრცელდება ხმები, რომ ზოგიერთი ლეგიონერი და მათ შორის გველესიანი, გუნდებს დაუბრუნდებიან, როდესაც ვითარება შეიცვლება. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია და ამჟამინდელ სიტუაციაში, ვინ მოვა და წავა, ამის შესახებ მეტი არაფერია ცნობილი“, – წერს ირანული გამოცემა.


გიორგი გველესიანმა საკლუბო კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო. შემდეგ ირანში გადავიდა, სადაც უთამაშია „ზობ აჰანში“, „ნასაჯში“ , „სეპაჰანში“ და ბოლოს „პერსეპოლისში“.


წყარო: digest.pia.ge







  • გაზიარება
    მოინახულეს 14 402-ჯერ
    მსგავსი საიხლეები
    1. რა ვითარებაა ახლა ირანში და არიან თუ არა უსაფრთხო ადგილას გიორგი გველესიანი და მისი მეუღლე – რას ამბობს ლინდა კიკოლაშვილი
    2. „მინდა ყველა ახლობელი და გულშემატკივარი დავამშვიდო“ - ნონა გაფრინდაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
    3. "მწვრთნელების წინააღმდეგ ფეხბურთი ითამაშეს, იდეაც ბავშვებს ეკუთვნით, რომ წაგებულ გუნდს მეორე გუნდი ვარცხნილობას შეურჩევდა..." - ვინ არიან უცნაურად თავგადაპარსული ბავშვები, რომლებმაც სოციალური ქსელი დაიპყრეს
    4. ფრანგული გამოცემა - „ლიონის“ ვეტერანებს არ მოსწონთ, რომ ფონსეკა შემადგენლობის შერჩევისას უპირატესობას ჩერკის, მიქაუტაძეს და აკოკოს ანიჭებს
    5. ვინ არის ხვიჩა კვარაცხელიას უფროსი ძმა, რომელიც ფართო საზოგადოებაში არ ჩნდება
    რეკლამა