დღის ახალი ამბები

"ჩელსისთან" ის ბოლო მატჩს ჩაატარებს - "პსჟ-ს" ლიდერი ტოვებს

"ჩელსისთან" ის ბოლო მატჩს ჩაატარებს - "პსჟ-ს"  ლიდერი ტოვებს


12-07-2025, 20:05

ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ იუწყება, რომ ჯანლუიჯი დონარუმამ შესაძლოა პსჟ დატოვოს და კარიერა ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელოს.


დონარუმას პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა ხელფასის გაზრდის მოთხოვნის ფონზე მხარეები შესაძლოა შეთანხმებას ვერ მიაღწიონ. თუ მოლაპარაკება ჩაიშალა, მეკარე მზად არის გუნდი დატოვოს. ამჟამად იტალიელი კიპერის ყოველთვიური ანაზღაურება 849 500 ევროს შეადგენს.


იტალიელი ფეხბურთელით რამდენიმე გრანდია დაინტერესებული, თუმცა მთავარი ფავორიტად „ჩელსი“ სახელდება.


დონარუმამ მიმდინარე სეზონში 46 მატჩი ჩაატარა, 40 გოლი გაუშვა და 17-ჯერ შეინახა კარი მშრალად. Transfermarkt-ის მონაცემებით, მისი საბაზრო ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს.


აღსანიშნავია, რომ ხვალ „პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში სწორედ „ჩელსის“ დაუპირისპირდება და არ არის გამორიცხული, ეს მატჩი დონარუმას მომავალი გუნდის წინააღმდეგ ბოლო აღმოჩნდეს პსჟ-ს ფორმით.


რა თანხას მიიღებს პსჟ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგებით ?





  • გაზიარება
    მოინახულეს 12 967-ჯერ
    რეკლამა