პსჟ-ს მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა შესაძლოა კარიერა „გალათასარაიში“ გააგრძელოს. აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტი რუდი გალეტი ავრცელებს.
მისი ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. პარიზული კლუბი ითხოვს, რომ მომავალში ფეხბურთელის შესაძლო გაყიდვის შემთხვევაში ტრანსფერის პროცენტი მიიღოს და ამ ეტაპზე სწორედ დეტალების დაზუსტება ხდება.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, დონარუმას ტრანსფერით ყველაზე მეტად „მანჩესტერ სიტი“ იყო დაინტერესებული და 15 მილიონ ევროსაც სთავაზობდა, თუმცა პსჟ-ს მოთხოვნა მინიმუმ 30 მილიონ ევროს შეადგენს.
პეპ გვარდიოლას გუნდისთვის დამატებითი სირთულე ის არის, რომ კლუბს ჯერ არ შეუძლია ძირითადი მეკარის, ედერსონ მორაეშის გაყიდვა.
შეგახსენებთ, დონარუმას კონტრაქტს პსჟ-სთან ვადა 1 წელიწადში ეწურება და თავად ფეხბურთელმა უკვე დაემშვიდობა პარიზული გუნდის გულშემატკივრებს.



