დღის ახალი ამბები

დონარუმას შეძენით დიდი გუნდი ინტერსდება

დონარუმას შეძენით დიდი გუნდი ინტერსდება


12-08-2025, 16:56

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელებმა „პარი სენ-ჟერმენს“ იტალიელი მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას ტრანსფერის საკითხზე მიმართეს.


სატრანსფერო ექსპერტის ცნობით, პარიზული კლუბი მისი გაყიდვის შემთხვევაში 50 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო „სიტი“ ხელშეკრულებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განახორციელებს, თუ ამჟამინდელ პირველ მეკარეს, ედერსონს, გაყიდის.


ფაბრის ჰოუკინსის ინფორმაციით, დონარუმა მზადაა, მიმდინარე ზაფხულშივე დატოვოს „პარი სენ-ჟერმენი“. აღსანიშნავია, რომ იგი უეფა-ს სუპერთასის განაცხადში არ მოხვდა.


იტალიელი კიპერი პარიზულ კლუბს 2021 წელს შეუერთდა. გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე არაერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა და 2025 წლის „ოქროს ბურთის“ 30 კანდიდატს შორისაც მოხვდა.


დონარუმას შემდეგ "პსჟ-ს" ხემძღვანელობა უკვა ჰაკიმს დაუპირისპირდება - რა ხდება პარზიულ გუნდში ?




  • მანჩესტერ სიტი, სიტი, პსჟ, დონარუმა, psg
    გაზიარება
    მოინახულეს 981-ჯერ
    რეკლამა