დღის ახალი ამბები

გიორგი მიქაუტაძეს ესპანეთში აკრიტიკებენ

გიორგი მიქაუტაძეს ესპანეთში აკრიტიკებენ


17-09-2025, 06:48

გიორგი მიქაუტაძე​​​​ს ვილიარეალში იდეალური სტარტი ნამდვილად არ აქვს: ორი უგოლო მატჩი, რასაც კლუბის ორი წაგებაც ერთვის, თან ისე, რომ ვილიარეალმა ატლეტიკოსა და ტოტენჰემთან გოლიც ვერ გაიტანა.



ესპანური საიტი futbolfantasy საკმაოდ კრიტიკულია ქართველი ფორვარდის მიმართ, რომლის წერილში ხაზი იმას აქვს გასმული, რომ ორ თამაშში მიქაუტაძე​​​​მ კარისკენაც ვერ დაარტყა:



"გიორგი მიქაუტაძე​​​​ს, რომელიც ვილიარეალის ისტორიაში ყველზე ძვირადღირებული შენაძენია, მოსალოდნელი დასაწყისი არ აქვს. ატლეტიკოს წინააღმდეგ 78 წუთისა დ ინგლისში, ტოტენჰემთან სრული 90 წუთის თამაშის შემდეგ ქართველს ჯერ არც ერთი დარტყმა არ აქვს - არც კარისკენ და არც კარში.

მისი ადაპტაცია მოსალოდნელზე ნელია და მარსელინო ტორალის გუნდი შეტევაში ძალის ნაკლებობას განიცდის. ეტ ეიონგის წასვლის შემდეგ გუნდმა შეწყვიტა აშკარა საგოლე მომენტების შექმნა. ქართველმა თავდამსხმელმა საფრანგეთში გამორჩეული თამაშისა და საქართველოს ნაკრებში მნიშვნელოვანი როლის მიუხედავად, ჯერ ვერ გამოავლინა თავისი გადამწყვეტი მხარე. ლა ლიგისა დ ჩემპიონთა ლიგის მოთხოვნები მიქაუტაძე​​​​ს აიძულებს, რომ აკლიმატიზაცია დააჩქაროს. ვილიარელმა მრავალმილიონიანი ინვესტიცია განახორციელა და რაც შეიძლება მალე სჭირდება გოლები. ჯერჯერობით, ციფრები ნათელია: ორი თამაში, 168 წუთი და არცერთი დარტყმა", - წერს საიტი.



ტოტენჰემთან მიქაუტაძის თამაში ასევე კრიტიკულად შეაფასა ცნობილმა გამოცემა AS-მაც: "ქართველი მატჩის განმავლობაში საერთოდ არ გამოჩენილა. სასოწარკვეთილი გახდა. თუმცა, 85-ე წუთზე მნიშვნელოვანი ჯარიმა მოიპოვა საჯარიმოს ხაზთან".

Eldesmarque-მ სულაც მხოლოდ 4 ქულა დაუწერა ჟორჟს: "რბილად რომ ვთქვათ, არადამაკმაყოფილებელი თამაში აჩვენა. შეტევაში თითქმის ვერ მონაწილეობდა, სანამ, მატჩის მიწურულს სახიფათო ჯარიმა არ გამოიმუშავა".


წყარო: ​ge.betsson.sport​​​




  • გიორგი მიქაუტაძე, მიქაუტაძე, ვილიარეალი, viliareali, george mikautadze, mikautadze
    გაზიარება
    მოინახულეს 616-ჯერ
    რეკლამა