როგორც მოგეხსენებათ გიორგი მიქაუტაძე კარიერას ესპანურ "ვილიარეალში" გააგრძელებს, ქართველი ფორვარდი უკვე დღეს გაემგზავრება ესპანეთში, ხვალ კი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
„ლიონი“ ამ ტრანსფერიდან 30 მილიონ ევროს მიიღებს , ფრანგულ გუნდს არ სურდა ფეხბურთელის გაყიდვა, მაგრამ ფინანსური დავალიანების გამო იძულებული გახდა.
"ვილიარეალმა" მიმდინარე ჩემპიონატი ძალიან კარგად დაიწყო , გუნდს ორი მატჩიდან ორი გამარჯვება აქვს , თანაც ისე რომ შვიდი გოლი გაიტანა და არც ერთი გაუშვა. "ყვითლები" მომდევნო შეხვედრას ხვალ "სელტას" წინააღმდეგ გამართავს, აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას გიორგი მიქაუტაძე არ მიიღებს.
ქართველი ფორვარდის დებიუტი სანაკრებო პაუზის შემდეგ 14 სექტემბერს შედგება, მიქაუტაძე პირველი მატჩში ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს "ატლეტიკოს" დაუპირისპირდება. "ვილიარეალისგან" განსხვავებით მადრიდელებმა მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყეს, დიეგო სიმეონეს გუნდს ორ მატჩში მხოლოდ ერთი ქულა აქვს.



