დღის ახალი ამბები

"პსჟ" არ სურს კვარაცხელიას ნაკრებში გაშვება

"პსჟ" არ სურს კვარაცხელიას ნაკრებში გაშვება



ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის გამო "პსჟ-ს" "ლილთან" მატჩშიც ვერ დაეხმარება და კლუბის ინფორმაციით  ათდღიანი დასვენება  სჭირდება.


ამ პერიოდში კი სანაკრებო შესვენებაა, ვილი სანიოლმა ქართველი შემტევი  ოქტომბრის მატჩებისთვის გამოიძახა, სადაც საქართველოს ესპანეთსა და თურქეთთან რთული შეხვედრები ელოდება. "პსჟ" კი ცდილობს, ფეხბურთელი ნაკრების შეკრებაზე არ გაუშვას და პარიზში დატოვოს.


კვარამ ტრავმა ოსერთან მიიღო და ბარსელონასთან ჩემპიონთა ლიგის მატჩიც გამოტოვა. ფრანგული მედიის ცნობით, პარიზელები  საქართველოს ფედერაციასთან მოლაპარაკებას აპირებენ, რომ ფეხბურთელმა სარეაბილიტაციო პროცესი საფრანგეთში გააგრძელოს და  ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი გამოტოვს.


საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს ესპანეთს ესტუმრება, 14-ში კი თურქეთს შეხვდება. კვარაცხელიას ეროვნულ გუნდში 43 მატჩში 20 გოლი და 10 საგოლე პასი აქვს.





  • გაზიარება
    მოინახულეს 1 561-ჯერ
    რეკლამა