დღის ახალი ამბები

კვარაცხელიას მდგომარეობაზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება

კვარაცხელიას მდგომარეობაზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება



ხვიჩა კვარაცხელია, მინიმუმ, 10 დღეს გამოტოვებს და პსჟ-ს „ლილთან“ შეხვედრაში ვერ დაეხმარება, ხოლო საქართველოს ნაკრების რიგებში ესპანეთთან მატჩში მისი მონაწილეობა საეჭვოა, – ინფორმაციას Ici Paris Ile-de-France-ის ჟურნალისტი ბრუნო სალომონი ავრცელებს.


„ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ბარძაყის ტრავმა მიიღო, მინიმუმ, 10 დღეს გამოტოვებს. ის კვირა საღამოს „ლილთან“ ვერ ითამაშებს. საქართველოს ნაკრების შეხვედრებშიც მისი მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული“, – წერს ბრუნო სალომონი.


„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა ბარძაყის ტრავმა „ოსერთან“ მატჩში მიიღო. კვირის დასაწყისში ის პარიზში დარჩა და ვერც პარასკევს ივარჯიშა.


საქართველოს ეროვნული გუნდი ესპანეთთან გასვლით შეხვედრას 11 ოქტომბერს გამართავს, ხოლო 14 ოქტომბერს თურქეთს ეწვევა.


წყარო: primetime.ge





  • გაზიარება
    მოინახულეს 743-ჯერ
    რეკლამა