დღის ახალი ამბები

"ის საოცრად თამაშობდა" - ლუის დე ლა ფუენტე ქართველ ფეხბურთელზე

"ის საოცრად თამაშობდა" - ლუის დე ლა ფუენტე ქართველ ფეხბურთელზე


Yesterday, 18:38

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში საქართველოსთან მოპოვებული გამარჯვების (2:0) შესახებ ისაუბრა.


ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მამარდაშვილი გამოარჩია.


„დანაკლისის მიუხედავად, საბედნიეროდ, ესპანეთში ძლიერი საფეხბურთო აკადემიური სისტემა გვაქვს, საიდანაც მუდმივად გამოდიან მაღალი დონის მოთამაშეები. ეს ჩვენი ქვეყნის სიამაყეა და მიხარია, რომ ასეთ შესანიშნავ გუნდს ვხელმძღვანელობ.


რა თქმა უნდა, მეტის გატანის შანსიც გვქონდა. ზოგს ჰგონია, რომ 5:0 ან 6:0 უნდა მოგვეგო, მაგრამ ეს მარტივი არ არის. საქართველო თავს გამართულად და თავდადებით იცავდა, მეკარე კი შესანიშნავად თამაშობდა. ასეთი ანგარიშით მოსაგებად იდეალური თამაში გჭირდება. პენალტები უკეთესად უნდა შევასრულოთ. ოიარსაბალმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა დარტყმა ფერან ტორესს გადააბარა – ჩვენს გუნდში რამდენიმე ფეხბურთელია, ვისაც პენალტის შესრულება შეუძლია.


წყარო: 1tv.ge





  • გაზიარება
    მოინახულეს 2 156-ჯერ
    რეკლამა