დღის ახალი ამბები

“თბილისში განადგურების შემდეგ ჩვენს გასახდელში ეს ხდებოდა…” - სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი საქართველოსთან მატჩს იხსენებს

“თბილისში განადგურების შემდეგ ჩვენს გასახდელში ეს ხდებოდა…” - სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი საქართველოსთან მატჩს იხსენებს


23-04-2025, 04:26

სომხეთის ნაკრებისა და ყაზანის რუბინის 25 წლის ნახევარმცველმა უგოჩუკვუ იუვემ რუსულ პრესასთან საუბარში ერთა ლიგის B ჯგუფში დარჩენისთვის გამარრთული შეხვედრები გაიხსენა, სადაც მისი გუნდი ორი მატჩის ჯამში საქართველოს ნაკრებთან 1:9 განადგურდა.

 

"საქართველოსთან გამანადგურებელ მარცხზე საუბარი ძალიან მიჭირს, მაგრამ არავის დაავიწყდეს, რომ სომხეთის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს, რომელსაც ჯერ არ ჩაუტარებია იმდენი ვარჯიში, რომ მაშინვე კარგი შედეგების ჩვენება დაეწყო. მეტიც, ბევრი სომეხი ფეხბურთელი დაშავდა და ქართველებთან მატჩი გამოტოვა.

 

როგორ შევაფასებდი სომხური ფეხბურთის დონეს ქართველების მარცხის შემდეგ? - საქართველოს ნაკრებთან მარცხი ჯამური ანგარიშით 1:9 არ ასახავს სომხეთის ფეხბურთის დონეს. გავიხსენოთ, მაგალითად, როგორ წააგო ბრაზილიამ მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიასთან 1:7. ფეხბურთში მსგავსი რამ ხდება ხოლმე.

 

რა საუბარი იყო გასახდელში თამაშის შემდეგ? - რა თქმა უნდა, თბილისში მატჩის შემდეგ გასახდელში მყოფი სომხეთის ნაკრების ყველა ფეხბურთელი დეპრესიული და მოწყენილი იყო. ფეხბურთელებს მთავარ მწვრთნელთან მნიშვნელოვანი საუბარი ჰქონდათ. მერწმუნეთ, სომეხი ფეხბურთელები საქართველოდან მარცხის შემდეგ რეაბილიტაციას აპირებენ", - განაცხადა ივუმ.


წყარო: sportall.ge


ვიდეო: “ხალხის რეაქციას მოუსმინეთ” – ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი შესაძლებლობებით პსჟ-ს ვარჯიშზე ყველა აღაფრთოვანა





  • გაზიარება
    მოინახულეს 9 462-ჯერ
    რეკლამა