დღის ახალი ამბები

ესპანეთთან თამაშის წინ ხვიჩა კვარაცხელია სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

ესპანეთთან თამაშის წინ ხვიჩა კვარაცხელია  სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს


13-11-2025, 16:57

როგორც მოგეხსენებათ 15 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს , 18 ნოემბერს კი სტუმრად ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.


როგორც ირკვევა აღნიშნულ სანაკრებო პაუზას ჩვენი ნაკრების ლიდერი 100 % მზად ხვდება, ფეხბურთელმა თავად ისაუბრა, რომ წინა სანაკრებო შეხვედრების დროს ასეთ ფორმაში არ იყო , კვარა აცხადებს , რომ ახლა თავს ბევრად უკეთესად გრძნობს.


„ოქტომბერში ასი პროცენტით მზად არ ვიყავი, ტრავმა მაწუხებდა, მაგრამ მაინც ვითამაშე — ნაკრებისთვის ყოველთვის ვიხარჯები მაქსიმალურად. ჩემთვის ეს უბრალოდ მატჩი არ არის, ეს არის ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა, ახლა უკეთეს ფორმაში ვარ, არაფერი მაწუხებს და ვეცდები, რომ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო“ 


„ესპანეთის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის დიდი გამოწვევაა. ჩვენ ბედნიერები ვართ, როცა გულშემატკივრების თვალწინ ვდგავართ. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი მინიმალურია, ეს შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია — ახლა უნდა დავიწყოთ მომავალი წლისთვის მზადება.“ – ამბობს კვარაცხელია.


ასევე იხილეთ :  "ლივერპულის" "პსჟ-ს" ერთ-ერთ ლიდერს უმიზნებს





  • გაზიარება
    მოინახულეს 11 126-ჯერ
    რეკლამა