Caught Offside-ის ინფორმაციით, „ლივერპული“ ყურადღებით აკვირდება „პარი სენ-ჟერმენის“ 25 წლის ნახევარმცველის, ვიტინიას თამაშს და იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე მისი შეძენა 130 მილიონ ევროდ სურს.
გავრცელებული ცნობით, მერსისაიდული კლუბი ვიტინიას ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ტექნიკურ და შემოქმედებით ნახევარმცველად მიიჩნევს — ფეხბურთელად, რომელსაც გუნდის შეტევების ორგანიზება შეუძლია. სწორედ ამგვარი მოთამაშე სჭირდებათ სლოტს გუნდს შუა ხაზის გასაძლიერებლად.
ვიტინიას მიმართ ინტერესს ასევე „იუვენტუსი“ და „არსენალიც“ იჩენენ, თუმცა პსჟ არ აპირებს პორტუგალიელის მარტივად გაშვებას.
მიმდინარე სეზონში ვიტინიამ ყველა ტურნირზე 16 მატჩში 2 გოლი და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. მას პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ხოლო Transfermarkt-ის შეფასებით, მისი საბაზრო ფასი 90 მილიონ ევროს შეადგენს.
ასევე იხილეთ : ესპანეთთან თამაშის წინ ხვიჩა კვარაცხელია სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

