დღის ახალი ამბები

"ამ თამაშების შემდეგ ყველაზე კარგად იგრძნობა, რა ბევრს ნიშნავს ერთმანეთის გვერდში დგომა" - რას წერს გიორგი მამარდაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ

"ამ თამაშების შემდეგ ყველაზე კარგად იგრძნობა, რა ბევრს ნიშნავს ერთმანეთის გვერდში დგომა" - რას წერს გიორგი მამარდაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ


19-11-2025, 06:20

მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის­თვის სამ­წუ­ხა­რო შე­დე­გით დას­რულ­და. "ჯვა­როს­ნე­ბი" ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის ბოლო, მე­ექ­ვსე ტურ­ში სტუმ­რად ბულ­გა­რეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ და ან­გა­რი­შით 2:1 და­მარ­ცხდნენ. ამ შე­დე­გით სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა შე­სარ­ჩე­ვი ციკ­ლი 3 ქუ­ლით, მე­სა­მე ად­გილ­ზე და­ას­რუ­ლა და 2026 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე თა­მა­შის შან­სი და­კარ­გა.

შეხ­ვედ­რა მას­პინ­ძლე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბით და­ი­წყო, რაც მა­ლე­ვე აი­სა­ხა ტაბ­ლო­ზე. მე-10 წუთ­ზე ან­გა­რი­ში რუ­სევ­მა გახ­სნა, ხოლო 24-ე წუთ­ზე კრას­ტევ­მა მა­მარ­დაშ­ვი­ლის კარ­ში მე­ო­რე გოლი გა­ი­ტა­ნა.


მტკივ­ნე­უ­ლი მარ­ცხის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მე­კა­რემ, გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­უ­რი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და გულ­შე­მატ­კი­ვარს მი­მარ­თა:


"ამ თა­მა­შე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე კარ­გად იგ­რძნო­ბა, რა ბევ­რს ნიშ­ნავს ერ­თმა­ნე­თის გვერ­დში დგო­მა.


ფეხ­ბურთში გა­მარ­ჯვე­ბა ყო­ველ­თვის ჩანს, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი მხარ­და­ჭე­რა სწო­რედ მა­შინ არის, როცა შე­დე­გი იმე­დის გა­მარ­თლე­ბას ვერ ახერ­ხებს.


ჩვენ ერ­თად ვქმნით იმ ის­ტო­რი­ას, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მო­გე­ბე­ბით არ იწე­რე­ბა და სწო­რედ ასეთ მო­მენ­ტებ­ში ჩანს, ვინ დგას გუნ­დის გვერ­დით ბო­ლომ­დე.მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც დღე­საც, გუ­ში­ნაც და ხვა­ლაც ჩვენს უკან დგას და იდ­გე­ბა.


წინ კი­დევ დიდი გზაა და ჩვენ გა­ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს, რომ ეს გზა გა­მარ­ჯვე­ბე­ბით გა­ვაგ­რძე­ლოთ.თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რა ყვე­ლა­ზე დიდ ძა­ლას გვაძ­ლევს...“


წყარო: ambebi.ge





  • გაზიარება
    მოინახულეს 811-ჯერ
    მსგავსი საიხლეები
    1. "აუცილებლად გაასაჩივრონ, პასუხი უნდა მოსთხოვონ, ამ უზნეობაზე" - რა მოხდა მატჩის დასრულების შემდეგ, რამაც საზოგადოება აღაშფოთა
    2. "ის 14 წელია ურთიერთობაშია" - playboy-ს გოგონა, სასიყვარულო ურთიერთობა და წარმატებული კარიერა: ვინ არის ბლოგერი და დვალიშვილის ახლო მეგობარი "ნინა დრამა"
    3. გოლების წვიმა, 2 წითელი ბარათი, "კვარას" გოლი და ასისტი - პსჟ-"ლევერკუზენის" მატჩის მნიშვნელოვანი მომენტები: რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ
    4. "მცველებს აჰიპნოზებს, მისი ყურება არ მბეზრდება" - რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "ატელეტიკოსთან" მატჩში და რას წერენ გულშემატკივრები?
    5. ვინ არის ულამაზესი გოგონა, რომლის გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად გადაღებულმა ვიდეომ დიდი ინტერესი გამოიწვია
    რეკლამა