დღის ახალი ამბები

"აუცილებლად გაასაჩივრონ, პასუხი უნდა მოსთხოვონ, ამ უზნეობაზე" - რა მოხდა მატჩის დასრულების შემდეგ, რამაც საზოგადოება აღაშფოთა

"აუცილებლად გაასაჩივრონ, პასუხი უნდა მოსთხოვონ, ამ უზნეობაზე" - რა მოხდა მატჩის დასრულების შემდეგ, რამაც საზოგადოება აღაშფოთა



სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩევ ეტაპ­ზე სტუმ­რად თურ­ქეთს და­უ­პი­რის­პირ­და. მატ­ჩი მას­პინ­ძელ­თა გა­მარ­ჯვე­ბით - 4-1 დას­რულ­და.

თა­მაშს ასო­ბით ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ეს­წრე­ბო­და, რომ­ლებ­საც რო­გორც ჩანს, მო­ედ­ნის და­ტო­ვე­ბი­სას საკ­მა­ოდ დიდი დის­კომ­ფორ­ტი შე­ექ­მნათ.რო­გორც GeoTeam წერს, ათა­სამ­დე ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვარს მო­ედ­ნის და­ტო­ვე­ბი­სას პა­ტა­რა სივ­რცე­ში მო­უ­წი­ათ ყოფ­ნა და კარს არ აღებ­დნენ მა­ნამ­დე, ვიდ­რე თურ­ქი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი არ და­ტო­ვებ­დნენ სტა­დი­ონს.

"მატ­ჩის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, 1000-მდე ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ერთ სა­ათ­ზე მეტი დრო პა­ტა­რა სივ­რცე­ში ჰყავ­დათ ჩა­კე­ტი­ლი და სტა­დი­ო­ნი­დან გა­სას­ვლე­ლად კა­რებს არ ხსნიდ­ნენ…

თურ­ქულ­მა მხა­რემ კა­რე­ბი მხო­ლოდ ახლა, მას შემ­დეგ გა­ა­ღო, როცა თურ­ქე­თის ნაკ­რე­ბის ავ­ტო­ბუს­მა სტა­დი­ო­ნი და­ტო­ვა", - წერს Geo Team.


წყარო: Geo Team & palitravideo.ge





  • გაზიარება
    მოინახულეს 2 885-ჯერ
    რეკლამა