„პარი სენ-ჟერმენთან“ გამორჩეული თამაშის შემდეგ გიორგი წიტაიშვილის მიმართ ევროპის წამყვანი კლუბების ინტერესი გაიზარდა, – ქართველ ფეხბურთელზე ფრანგული გამოცემა Foot Mercato წერს.
გამოცემის ინფორმაციით, „მეცის“ ქართველი გარემარბი, რომელიც ფრანგულ კლუბში კიევის „დინამოდან“ იჯარის წესით ასპარეზობს, მომავალი წლის ივნისში თავისუფალი აგენტი გახდება. სწორედ ეს ფაქტორი, პსჟ-ს წინააღმდეგ ნაჩვენებ მაღალ დონესთან ერთად, არაერთი კლუბის ყურადღების ცენტრში მოექცა.
13 დეკემბერს გამართულ შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ წიტაიშვილმა დამაჯერებელი და სტაბილური თამაში აჩვენა. ლიგა 1-თან სრულად ადაპტაციის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელი „მეცის“ ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და გულშემატკივართა სიმპათიაც დაიმსახურა.
მიუხედავად იმისა, რომ მას კონტრაქტი კვლავ აკავშირებს კიევის „დინამოსთან“, ზაფხულში მისი უფასოდ დამატების შესაძლებლობა ბევრ კლუბს იზიდავს. Foot Mercato-ს ცნობით, საფრანგეთში წიტაიშვილს „ლიონი“ და „ლილი“ აკვირდებიან, ინტერესს იჩენენ რომის „ლაციო“ და ესპანური „ვილიარეალი“.
მიმდინარე სეზონში „მეცის“ მაისურით საქართველოს ნაკრების 25 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა.

