Givemesport-მა დაასახელა UFC-ის 2025 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მებრძოლები. საუბარია უშუალოდ ბრძოლებით გამომუშავებულ ფულზე. სიაში მე-2 პოზიციაზე იმყოფება მერაბ დვალიშვილი, რომელმაც გასულ წელს ოქტაგონში 6 824 000$ გამოიმუშავა.
რაც შეეხება ლიდერს, 7 142 000 დოლარით დრიკუს დუ პლესი არის. როგორც ვხედავთ, სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველ ყოფილ ჩემპიონს მხოლოდ სამხრეთ აფრიკელმა მებრძოლმა გაუსწრო.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვლმა გასულ წელს 4 ბრძოლა ჩაატარა:
UFC 311 – დვალიშვილი vs უმარ ნურმაგომედოვი (18 იანვარი 2025)
დვალიშვილმა კარიერაში თავისი პირველი საჩემპიონო ქამარი დაიცვა და მან დაამარცხა ნურმაგომედოვი.
UFC 316 – დვალიშვილი vs შონ ო’მალი (7 ივნისი 2025)
დვალიშვლმა მეორედ საჩემპიონო ქამარი უკვე შონ ომალისთან დაიცვა, ქართველმა მეტოქე დროზე ადრე დაამარცხა.
UFC 320 – დვალიშვილი vs კორიჰ სენდჰაგენი (4 ოქტომბერი 2025)
დვალიშვილმა მესამედ ქამარი უკვე კორიჰ სენდჰაგენთან დაიცვა, ბრძოლა 5 რაუნდი გაგრძელდა და მსაჯების გადაწყვეტილებით ქართველის გამარჯვებით დასრულდა.
UFC 323 — დვალიშვილი vs პეტრ იან (6 დეკემბერი 2025)
დვალიშვილი უკვე წლის ბოლოს ისტორიულ რეკორდზე მიდიოდა, როდესაც ერთ წელს მეოთხედ იცავდა საჩემპიონო ქამარს, მაგრამ სამწუხაროდ მსაჯების გადაწყვეტილებით ქართველი პეტრ იანთან დამარცხდა.
