UFC 320-ის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა კორი სენდჰეგენი დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი ზედიზედ მესამედ დაიცვა.
მერაბი ხუთივე რაუნდის განმავლობაში დომინირებდა და გამარჯვება წამითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ, რის შემდეგაც UFC-ის ელიტარულ იერარქიაში პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა.
სხვადასხვა ავტორიტეტული წყარო, იმ სოლიდური თანხის შესახებ საუბრობს, რომელიც UFC 320-ის საჩემპიონო ბრძოლებში მონაწილეებმა გამოიმუშავეს. მოგეხსენებათ, რომ ივენთზე 2 საჩემპიონო ბრძოლა გაიმართა (დვალიშვილი – სენდჰეგენი. პერეირა – ანკალაევი). ფაქტობრივად ყველა გამოცემა თანხმდება, რომ მერაბ დვალიშვილი 2-2.5 მილიონ დოლარს მიიღებს. ხოლო ივენთის კიდევ ერთი საჩემპიონო ბრძოლის გამარჯვებული ალექს პერეირა 3-3.5 მილიონს.
გამომუშავებული თანხა დამოკიდებულია, როგორც გარანტირებულ ჰონორარზე, ასევე პერფორმანსის ბონუსზე, სპონსორების ბონუსზე და სატელევიზიო გაყიდვებიდან შემოსული თანხის პროცენტზე.
- ალექს პერეირა – 3-3.5 მილიონი
- მაგომედ ანკალაევი – 2 მილიონი
- მერაბ დვალიშვილი – 2-2.5 მილიონი
- კორი სენდჰეგენი – 1 მილიონი
წყარო : Belive.ge



