დღის ახალი ამბები

ისლამ მახაჩევი ილია თოფურიასთან ბრძოლის შესახებ კომენტარს აკეთებს

ისლამ მახაჩევი ილია თოფურიასთან ბრძოლის შესახებ კომენტარს აკეთებს


15-01-2026, 14:48
MMA

UFC-ს ქვესაშუალო წონის (77კგ) ჩემპიონის, ისლამ მახაჩევის თქმით, მზად არის, ილია თოფურიას დაუპირისპირდეს, თუმცა მხოლოდ საკუთარ დივიზიონში და მსუბუქ წონაში (70კგ) ჩასვლას აღარ აპირებს.


„თოფურიასთან ბრძოლა? მზად ვარ. პრობლემა არ მაქვს და შემიძლია ვიბრძოლო, მაგრამ არა მსუბუქ წონაში ჩასვლით. მსუბუქ დივიზიონში უკვე ვიყავი ჩემპიონი, ქამარი არავის წაურთმევია – უბრალოდ თავად დავთმე და ზევით ავედი. მხოლოდ ქამრის გამო დაბრუნება ჩემთვის საინტერესო არ არის. თუ თოფურიას ზემოთ ასვლა უნდა, მაშინ კეთილი იყოს მისი მობრძანება.


ვფიქრობ, რომ მას ამის გაკეთება შეუძლია, რადგან დასაკარგი არაფერი აქვს. თუ წააგებს, თავის წონაში დაბრუნდება და ისევ ქამარს დაიცავს. ეს ბრძოლა უფრო მას სჭირდება“, – აღნიშნა მახაჩევმა.


ორგანიზაცია UFC ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას პოტენციურ ბრძოლაზე ბევრს მუშაობდა. შეხვედრის ორგანიზება 2025 წელს ვერ მოხერხდა, თუმცა ექსპერტების დიდი ნაწილი თვლის, რომ მოლაპარაკებები მომავალშიც გაგრძელდება, აღნიშნული ჩხუბი კი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მასშტაბური დაპირისპირება იქნება, რომელიც UFC-ს ეგიდით ჩატარდება.


წყარო: 1tv.ge




  • ისლამ მახაჩევი, მახაჩევი, თოფურია, ილია თოფურია, ufc, mma
    გაზიარება
    მოინახულეს 178-ჯერ
    რეკლამა