დღის ახალი ამბები

როგორ გამოეხმაურა ისლამ მახაჩევი მერაბ დვალიშვილის მარცხს

როგორ გამოეხმაურა ისლამ მახაჩევი მერაბ დვალიშვილის მარცხს


Today, 06:47
MMA

მერაბ დვალიშვილი UFC-ს სუპერმსუბუქი წონის (61 კგ) საჩემპიონო ბრძოლაში პიოტრ იანთან დამარცხდა და ქამარი დათმო.


შეხვედრა თანაბრად დაიწყო, ხოლო მეორე რაუნდში იანი გააქტიურდა, ის კრივში ჯობდა დვალიშვილს და თეიქდაუნებისგანაც თავს კარგად იცავდა.


34 წლის მერაბ დვალიშვილს UFC-ს რეკორდის დამყარება შეეძლო – მან ერთ სრულ წელში ქამარი სამჯერ დაიცვა, ხოლო ოთხჯერ ამის გაკეთება აქამდე ვერავინ შეძლო.


მერაბ დვალიშვილის მარცხის შემდეგ კომენტარი ისლამ მახაჩევმაც გააკეთა, რომელმაც ქართველის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:


"მერაბ, შენ ერთ-ერთი ყველაზე დიდებული მებრძოლი ხარ, ვინც ოდესმე ოქტაგონზე შესულა." - აცხადებს მახაჩევი.


შეგახსენებთ, რომ თავის მხრივ მერაბმაც უკვე მოითხოვა განმეორებითი შეხვედრა და ქართველი სატიტულო ქამრის დაბრუნებას ეცდება.


მარცხის მიუხედავად – ცნობილია რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან ბრძოლაში





  • გაზიარება
    მოინახულეს 8 404-ჯერ
    რეკლამა