დღის ახალი ამბები

შოთა არველაძე ნაკრების მწვრთნელად !

შოთა არველაძე ნაკრების მწვრთნელად !

შოთა არველაძეს, რომელიც ტაშკენტის ფახთაქორთან განშორების შემდეგ დაუსაქმებელია, უზბეკეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატად ადგილობრივი მედია ასახელებს.


sports.uz წერს, რომ უზბეკეთის ეროვნულ გუნდს მთავარი მწვრთნელი ვადიმ აბრამოვი დატოვებს და ამის შესახებ პრესკონფერენციაზე გამოცხადდება. 
"ბევრი გულშემატკივარი სვამს შეკითხვას, ვინ ჩაიბარებს ნაკრებს. ფანატები სოცქსელებში რუზიკულ ბერდიევს და თემურ კაპაძეს ასახელებენ, მაგრამ ამჟამინდელი ვითარების გათვალისწინებით, საეჭვოა ნაკრები ადგილობრივმა გაწვრთნას. 

განიხილებოდა შოთა არველაძე და კარლუშ კეირუშიც. შესაძლოა, არველაძის კანდიდატურა უფრო რეალური იყოს, რომლის დაბრუნებაც ფახთაქორშიც სურდათ. შესაძლოა, არველაძემ მოულოდნელად, ამჯერად თანახმობა განაცხადოს", - წერს საიტი, რომლის ცნობით, საკითხი უახლოეს მომავალში უნდა გაირკვეს.

შოთა არველაძე უზბეკეთში გამორჩეული ავტორიტეტით სარგებლობს. 48 წლის ქართველი სპეციალისტი, რომელიც მანამდე თურქულ გუნდებს: ქაისერისპორს, ქასიმპაშასა და ტრაბზონსპორს, ასევე თელ ავივის მაქაბის წვრთნიდა, ტაშკენტის ფახთაქორში 2017 წელს მივიდა და გუნდს 2020 წლის ბოლომდე თავკაცობდა. 




გაზიარება
მოინახულეს 2 804-ჯერ
კომენტარები
რეკლამა