ფეხბურთელი აჩი არველაძე ამბობს, რომ თბილისის მერობის კანდიდატობასთან დაკავშირებით გიორგი გახარიას პარტიასთან არანაირი კონსულტაციები არ ჰქონია.
მას ფორმულა პარტია საქართველოსთვის პოლიტიკური საბჭოს წევრის, კახაბერ ქემოკლიძის განცხადების შემდეგ დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ მერობის კანდიდატად არველაძის დასახელების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
"კახაბერ ქემოკლიძეს ჰკითხეთ რატომ თქვა, მე არ ვიცი. ჩემთან არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა და არანაირ მერობას არ ვაპირებ", - განაცხადა არველაძემ.
კახაბერ ქემოკლიძემ გუშინ, პალიტრანიუსის ეთერში დასმულ კითხვას - განიხილება თუ არა აჩი არველაძე მერობის კანდიდატად, უპასუხა, რომ "განიხილება ყველა, ვინც პოტენციურად ძლიერი ოპონენტი იქნება".
"ეს საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და ჩემი ღრმა რწმენით უახლოეს რამდენიმე კვირაში, ალბათ, ეს ყველაფერი დაკრისტალდება და დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტული კანდიდატი გეცოდინებათ. განიხილება ყველა იმ ადამიანის კანდიდატურა, რომელიც იქნება პოტენციურად ძლიერი ოპონენტი და რომელიც იქნება საკმაოდ სიღრმისეულად ანგარიშგასაწევი ძალა ქალაქ თბილისის მერობის პოსტზე. მაქვს პატივი, რომ ბატონ აჩის პირადად ვიცნობდე და ის არის ძალიან ღირსეული ადამიანი და კარგი პიროვნება", - თქვა ქემოკლიძემ.
წყარო : ფორმულა
აჩი არველაძე კალაძის კონკურენტად ? რა განცხადებას აკეთებს ფეხბურთელი მერობის შესახებ
22-07-2021, 14:20
კომენტარები
22-11-2024 15:02
0
ერთა ლიგის B ჯგუფში დარჩენისთვის საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
ვრცლად
21-11-2024 22:57
199
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
ვრცლად
20-11-2024 20:12
8 537
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
468
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად