რუსული სპორტული მედია ყაზანის “რუბინის” გეგმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებზე ლიმიტი არის დაწესებული: გუნდებს განაცხადში რვაზე მეტ უცხოელის შეყვანა არ შეუძლიათ. რუსული მედია კი იტყობინება, რომ “რუბინი” 3 ლეგიონერის გაშვებას გეგმავს, რათა ხვიჩა კვარაცხელია, ჯორჯე დესპოტოვიჩი და ახალწვეული, ანდერს დრეიერი გუნდში დაარეგისტრიროს.
წინასწარი ინფორმაციით, “რუბინი” სილვიე ბეგიჩს “კრილია სოვეტოვში” იჯარით გაუშვებს, დარკო იევტიჩი ბერძნულ “აეკ-ში” ითამაშებს, დარკო ეტიჩი კი ყოფილ კლუბს, “სენარ ბერმარეს” დაუბრუნდება.
იქედან რამომდინარე, რომ “რუბინი” 8 ლეგიონერის ლიმიტის დაცვის მიზნით, 3 ფეხბურთელს გუნდიდან უშვებს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართველი ტალანტი, ხვიჩა კვარაცხელია – რომლის ევროპაში ტრანსფერს, ქართველი გულშემატკივარი, მთელი სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში ყოველდღიურად ელოდებოდა – კვლავ რუსეთის პრემიერ ლიგაში ითამაშებს.
ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი გაირკვა - სად გააგრძელებს კარიერას ქართველი ფეხბურთელი ?
კომენტარები
22-11-2024 23:04
550
გიორგი მამარდაშვილი ახალდაბადებული შვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს
ვრცლად
22-11-2024 15:02
927
ერთა ლიგის B ჯგუფში დარჩენისთვის საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
ვრცლად
21-11-2024 22:57
277
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
ვრცლად
20-11-2024 20:12
9 602
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად