დღის ახალი ამბები

ფულადი პრიზი ირმა ხეცურიანს - რა თანხა მიიღო ახლახანს პარაოლიმპიელმა ?

ფულადი პრიზი ირმა ხეცურიანს - რა თანხა მიიღო ახლახანს პარაოლიმპიელმა ?

აჭარაბეთმა ირმა ხეცურიანს 20,000 ლარი გადასცა


„ჩემთვის, როგორც ყველა სპორტსმენისთვის მნიშვნელოვანია მხარდაჭერა მორალური თუ მატერიალური მეტი სტიმულისთვის, აჭარაბეთმა მოახერხა ჩემი გაოცება და ძალიან გამახარა სასიამოვნო სიურპრიზით, რომელიც ნამდვილად საჭირო მომენტში მომივლინა.

მადლობა მათ ყურადღებისთვის, არ დავიწყებისთვის, თანადგომისთვის. ჩემთვის რა თქმა უნდა, სასიხარულო ფაქტია ფინანსური მხარდაჭერა, მაგრამ ის რომ აჭარაბეთს სულ ვახსოვარ დამარცხებული და გამარჯვებული ეს უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის. მადლობა რომ ჩემთან ხართ“, – განაცხადა ირმამ.

აღსანიშნავია ისიც, რომ აჭარაბეთმა ოლიმპიელებს საპატიო მიღებაზე უმასპინძლა, სადაც მათთვის მოულოდნელი სიურპრიზი დაახვედრა. კომპანიამ ნახევარ მილიონ ლარიანი საპრიზო ფონდი გამოყო ოლიმპიელებისთვის.

აჭარაბეთმა ვერცხლის პრიზიორებიდან თითოეულ მათგანს 100 000 ლარი გადასცა, ხოლო 20 000 ლარი გადასცა იმ სპორტსმენებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ოლიმპიადაში. გარდა ამისა, აჭარაბეთმა ასევე დააჯილდოვა ოლიმპიური ნაკრების ექიმი ზურა კახაბრიშვილი, რომელსაც 20 000 ლარი გადასცა.

„აჭარაბეთისთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერაა. კომპანია მუდმივად ცდილობს, გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებასა თუ ტურნირებში.

„აჭარაბეთმა“ შექმნა ამბასადორების სპეციალური ვებ - გვერდი, სადაც გაერთიანებულია მათი ყველა მიმდინარე აქტივობა სპორტის მიმართულებით.


გაზიარება
მოინახულეს 603-ჯერ
კომენტარები
რეკლამა