დღის ახალი ამბები

მერაბ დვალიშვილმა ნურმაგომედოვის გამოწვევას უპასუხა

მერაბ დვალიშვილმა ნურმაგომედოვის გამოწვევას უპასუხა

როგორც იცით მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მე-9 ორთაბრძოლა გამართა და ზედიზედ მე-7 გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა მებრძოლმა ბრაზილიელი მარლენ მორაისი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

მერაბის გამარჯვებას სოციალურ ქსელში ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილი, უმარ ნურმაგომედოვი გამოეხმაურა, რომელმაც ქართველს ბრძოლა ასე შესთავაზა: “თეთრი ფაფახი შავი ფაფახის წინააღმდეგ. ოდესღაც.”

29 სექტემბერს დვალიშვილმა უმარს უპასუხა: 
“პატივს გცემ, ძმაო. თუმცა, პირველ რიგში გჭირდება ყელსაკიდი დაღესტნის რუკით და კავკასიური ჩოხა.”

აღნიშნულს უმარიც გამოეხმაურა და დაწერა რომ ამას გამოასწორებს.





გაზიარება
მოინახულეს 4 548-ჯერ
კომენტარები
რეკლამა